სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საპროექტო იდეა დაფინანსდა
03-04-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.

ახლახან, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა. დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ურთიერთთანამშრომლობისათვის საპროექტი იდეა წარუდგინეს. იდეა ხელს  უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და სხვადასხვა წიგნის წაკითხვისა და განხილვისათვის, კომფორტული და მყუდრო გარემოს შექნმნას.

აღნიშნული საპროექტო იდეა კომპანია „ფრიქსმა“ დააფინანსა, რომელმაც სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში მიღწევა ძალიან ახარებთ და მოსწავლეებს არაერთ წარმატებას უსურვებენ. 

„დიდი მადლობა „ფრიქსს“, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და გახარებისათვის! მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. მადლობა ახლაგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება