სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მემკვიდრეობის მცველები“ -გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი და შემეცნებითი პრეზენტაცია 
02-04-2024
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბ „გაენათის“ წარმომადგენელთა ინიციატივით, პროექტი - „მემკვიდრეობის მცველები“ ხორციელდება. როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზნები შემდეგია: 

1. მოსწავლეს გამოუმუშავდეს პატივისცემის გრძნობა და მზრუნველი დამოკიდებულება ადამიანის მიერ წარსულსა და აწმყოში შექმნილი მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ნიმუშების მიმართ;
2. მოსწავლემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში;
3. მოსწავლემ შეძლოს კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ინტერდისციპლინარული კავშირების გათვალისწინება და არაფორმალური განათლების გაძლიერება.

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების განვითარების მიზნით, ამჯერად მათ საქართველოში მცხოვრები გერმანელების შესახებ მოსწავლეთა თვითმართველობის წევრი, მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჭარხალაშვილი ესაუბრა. მან ყურადღება შემდეგ საკითხებზე გაამახვილა - როდის გამოჩნდნენ გერმანელები პირველად საქართველოში, როგორია მათი საქმიანობა, ტრადიციები და სამზარეულო.

აღნიშნულმა შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. გერმანელთა ტრადიციებმა მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება