სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ პატრიოტული პროექტი და მეგობრობის ხიდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლასთან
03-04-2024
-
+


„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლაში“ ეროვნული ღირებულებების მქონე თაობა იზრდება, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე კი დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

„1991-1993 და 2008 წლების ეთნოკონფლიქტის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ოკუპანტების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების შიგნით არც თუ ისე ცოტა ქართული სოფლების ნაწილი მოექცა, რაც ოფიციალური ტერმინოლოგიით ბუფერულ ზონებად იწოდება. აღნიშნულ ზონებში ცხოვრება და არსებობა ბევრ სირთულეს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, სოფელ ხურვალეთის სკოლა პირუთვნელად აგრძელებს საკუთარ საქმიანობას“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც სწორედ ხურვალეთის სკოლასთან თანამშრომლობით საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ ადგილობრივი თანატოლების სასკოლო ცხოვრებას, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილებები, მიღწევები და საფუძველი ჩაეყარათ მომავალი მეგობრობისთვის, რაც გულისხმობს როგორც მორალურ, ისე მატერიალურ მხარდაჭერას. ემსჯელათ, რა შედეგებს მოუტანდა იგი იმ სოციალურ ჯგუფსა თუ სახელმწიფოს, ვისთვისაც იყო გამიზნული.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მდგრადობას განსაზღვრავს მომავალში დაგეგმილი აქტივობები, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიწვევას ქართულ-ამერიკულ სკოლაში და ერთობლივი მასტერკლასების ჩატარებას.

„პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ ეროვნული ღირებულებების პატივისცემის, სოციუმთან ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები“,- დასძენენ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების, კულინარიული ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩაბმული როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები და მთელი სასკოლო საზოგადოება. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლისთვის შესაძენ სამახსოვრო საჩუქრებს.

სასკოლო საზოგადოების ვიზიტი სოფელ ხურვალეთში 29 მარტს მოეწყო. შეხვედრის ფორმატი ​იტერაქციულ ხასიათს ატარებდა.

მოსწავლეებმა ერთობლივად განახორციელეს სახალისო-შემეცნებითი აქტივობები; შეასრულეს მხატვრული ნომრები; გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები; შეხვედრა იყო დატვირთული დადებითი ემოციებით. 

ხურვალეთის საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი, პერსონალურად ადმინისტრაციისგან კი - ლეპტოპი, ასევე, „ქართულ-ამერიკული სკოლის“ მე- 7 კლასის მოსწავლის - მარიტა გურგენიძის შესრულებული ნახატი.

დასასრულს, ქართულ-ამერიკული სკოლასა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და გაიდო მეგობრობის ხიდი.

პროექტის ავტორი - ირმა თითირაშვილი გახლავთ, პროექტის თანამონაწილეები კი - სოფიო ბაჩილავა, ნინო გორხელაშვილი, ნინო გაჩავა, სასკოლო საზოგადოება, მოსწავლეთა მშობლები.

პროექტი „ქართულ-ამერიკული სკოლის“ ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

მშობლებს უფლება მიეცათ, სხვაგან დაამზადონ სასკოლო ფორმა - რომელი მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს გადაეცემათ უფასოდ სამოსი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება