სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეები „პოეტური მარათონის“ ფარგლებში, მწერალთა სახლ-მუზეუმებს ესტუმრნენ
27-03-2024
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მოსწავლეები ​შემოქმედებით და ინფორმაციულად დატვირთულ „პოეტური მარათონში“ ჩაერთნენ, რომელშიც მათთან ერთად ასევე, რამინ დიხამინჯიას სახელობის ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მათთან ერთად აქტივობაში ჩართულნი იყვნენ მარათონის იდეის ავტორი კოტე ნაჭყებია და მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი როდერ ცირდავა.

მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი ხიბულა, პატივი მიაგეს ზვიად გამსახურდიას ხსოვნას, შემდგომ სოფელ ობუჯში გადაინაცვლეს ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმში.

აღნიშნული აქტივობების შემდეგ ისინი წალენჯიხაში, ტერენტი გრანელისა და ბოლოს, სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მოზარდებმა მოისმინეს საინტერესო ამბები, ჩერთნენ დისკუსიაში და წაიკითხეს ლექსები ზემოთ ხსენებულ პოეტთა შემოქმედებიდან.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება