TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულმა პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ სემინარი ჩაატარა
26-03-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგის - ლანა ბარბაქაძისა და ინგლისური ენის პედაგოგის - შორენა ქიტესაშვილის ინციატივით, ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, ამჟამად ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტ ლუკა ჭიკაიძეს უმასპინძლეს. 

მან დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო სემინარი პირველადი დახმარების შესახებ ჩაატარა. 

მოსწავლეები იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაეცნენ, რაც ისეთი გადაუდებელი მდგომარეობების დროს უნდა გამოიჩინონ როგორებიცაა: პირველადი გადაუდებელი დახმარება გულსისხლძარღვთა მოშლილობის (გულისწასვლა, კოლაფსი) დროს; პირველადი გადაუდებელი დახმარება სუნთქვის (რესპირატორული) მოშლილობისას; პირველადი გადაუდებელი დახმარება დამწვრობის დროს; გულის არაპირდაპირი მასაჟის ტექნიკა; სასუნთქი გზების გახსნა; პირველადი გადაუდებელი დახმარება ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმიის დროს; სისხლდენა და მისი სახეები; პირველადი გადაუდებელი დახმარება სისხლდენის დროს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით წარიმართა. შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია.

„მადლობას შეხვედრის დამსწრე თითოეულ მოსწავლეს, თემისადმი მაღალი ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს ლუკა ჭიკაიძეს ასეთი მნიშვნელოვანი თემის საინტერესოდ გადმოცემისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება