| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისათვის საუკეთესო აქტივობები იგეგმება და მათში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, ქართულ ენასა დ ლიტერატურაში, მასწავლებლის ნატო მეშველიანის ხელმძღვანელობით, მე-9 კლასში გაიმართა პრეზენტაცია, ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის - „ქვევრი“ და რევაზ გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „ქვევრის“, კინოვერსიის მიხედვით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულებები: როგორ შეიცვალა ან არ შეიცვალა ტექსტის ფილმად გადაკეთების შემდეგ? რა იწვევს სიცილს? როგორ ეხმარება კინოენა რეჟისორს სათქმელის გადმოცემაში? როგორ აფასებენ რეჟისორის ინტერპრეტაციას და რატომ?
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს რა ნაბიჯები გადადგეს დავალების შესრულების სხვადასხვა ეტაპზე. რა გაუძნელდათ, რა გაუადვილდათ, რას შეცვლიდნენ, აქტივობის - „მე რომ რეჟისორი ვიყო“, ფარგლებში. მათ წარმოაჩინეს ქვევრის ხელოვნების საიდუმლოებები, განსაზღვრეს თუ რას წარმოადგენს ქართველი კაცისათვის ქვევრი და რა არის მისი ლეჩხუმური შესატყვისი.
ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს აქვს თუ არა დღეს ამ ჭურჭელს დატვირთვა. დიაგრამებისა და ნახატების სახით წარმოადგინეს მსგავსება, განსხვავება მოთხრობასა და კინოვერსიას შორის.
მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა