| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ ღონისძიებაში - „მარტი ქალთა თვეა“, მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება, 22 მარტს ვარხანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქართული ოცნების სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით.
ვარხანის სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართული, ლიტერატურული ქალი გმირები. მოსწავლეებმა ქართველი ქალის მისია და ღირებულებები გადმოსცეს, როგორც პიესით, ასევე ხალხური ცეკვებით და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობდა ვარხანის სკოლის პედაგოგთა სრული შემადგენლობა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ქალებს შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისაკენ!“, - ეს სიტყვები კი თან სდევდა ღონისძიებას, რომელმაც უემოციოდ არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა