სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვფიქრობ, მოსწავლეები დაინახავენ ჩემს კეთილგანწყობას“ - ქუთაისის N45 საჯარო სკოლის პედაგოგი ზურაბ ნადირაძე ბლიც-კითხვებს პასუხობს
25-03-2024
-
+


ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. განსაკუთრებით აღმატებულია დამოკიდებულება დაწყებით კლასებში, თუმცა წლებთან ერთად, ბავშვები იზრდებიან და ხვდებიან, რომ მათთვის საყვარელი მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც დგანან რიგით ჯარისკაცებად, მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ქუთაისის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ზურაბ ნადირაძე პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- საგნისადმი სიყვარული, მოსწავლეთა ინტერესების გაგების უნარი, კომუნიკაბელურობა...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეთა გააზრებულად და ორგანიზებულად ჩართვას სასწავლო პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე:

- როგორ მოგეწონათ ეს ამბავი...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უკეთ ვისწავლიდი უცხო ენას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, მოსწავლეები დაინახავენ ჩემს კეთილგანწყობას, მათდამი  სიყვარულსა და პატივისცემას.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როგორც სსსმ ბავშვთა მასწავლებელს, ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია, რომ მოსწავლეებმა სწორად შეაფასეს ესა თუ ის  ისტორიული ვითარება და გაავლეს პარალელი თანამედროვე ეპოქასთან;  ამასთანავე დაიკავეს პატრიოტული პოზიცია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

„ჩვენი სკოლის უსაყვარლესი პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ ამ პროგრამას“

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება