TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას“- ირაკლი კობახიძე სტუდენტებს მიმართავს 
23-03-2024
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი მიზანია, კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე, დაბრკოლების გარეშე, ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში.

„ეს იქნება ერთგვარი საპილოტე პროგრამა, რომელიც წელს ამოქმედდება. შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემები, რაც გამოვლინდება პროგრამის ამოქმედებისას, თუმცა ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მომავალ წლამდე კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა და მივცეთ საბოლოო ჯამში ისეთი სახე, როგორიც მას უნდა ჰქონდეს. მთავარი მიზანი არის ის, რომ კურსდამთავრებულებს ჰქონდეთ მაქსიმალურად კარგი შესაძლებლობა, თავიდანვე დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ პროფესიულ ცხოვრებაში. არის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, მათ შორის ერთ-ერთი, რაზეც გვესაუბრებიან ხოლმე ახალგაზრდები არის ის, რომ ჯერ ახალი დამთავრებული გაქვს უნივერსიტეტი, არ გაქვს გახსნილი CV, ასე ვთქვათ, ჯერ არ გაქვს სამუშაო სტაჟი და ამ დროს მიდიხარ სახელმწიფო უწყებებში, სადაც როდესაც გამოცხადებულია კონკურსი თავიდანვე ითხოვენ სამუშაო სტაჟს. ერთ-ერთი მთავარი, რასაც მოგვცემს ეს სამუშაო პროგრამა არის ის, რომ თავიდანვე შეიძენთ სტაჟს და გარდა ამისა, მიიღებთ რა თქმა უნდა, უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მოგცემთ თქვენი პროფესიული კარიერის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობას. ამ ყველაფერზე დღეს გვინდა ვისაუბროთ თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად დავხვეწოთ ეს პროგრამა“, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება