სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კარგ მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვები, თავისი პროფესია და იყოს სამართლიანი“ - კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო შამანაძე
22-03-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო შამანაძე საკუთარ პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული, უშუალო და თბილი დამოკიდებულება. თავადაც ასეთი მიდგომებით გამოირჩევა, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში ძალიან ეხმარება. მოსწავლეები მის მიმართ სიყვარულს ხშირად გამოხატავენ და მას მომთმენ, სამართლიან ადამიანად მიიჩნევენ. 

პედაგოგი ნინო შამანაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:


- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება..

- კარგ მასწავლებელს უნდა უყვარდეს ბავშვები, თავისი პროფესია და იყოს სამართლიანი, მოტივირებული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასის მართვას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე..

- ჩემო ყოჩაღებო, მოწესრიგდით და დავიწყოთ გაკვეთილი.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ახლა რომ ვიყო ამ გამოცდილებით უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი. ისევ ავირჩევდი პედაგოგობას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩვენი მომთმენი და სამართლიანი, საყვარელი მასწავლებელი, არაერთხელ მიმიღია ბავშვებისგან ასეთი წერილები.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემი მოსწავლე გახდა kings.ge გამარჯვებული რაიონში, რომელსაც გადაეცა ოქროს მედალი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგობა და როგორ შეიძლებოდა ეკლესიის ლურსმნის გარეშე აშენება და შემდეგში ვნახე კიდეც „საბერძნეთში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება