| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლის - მაკა ჩალიგავას ორგანიზებით π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც მრავალფეროვანი სახალისო მათემატიკური აქტივობებს მოიცავდა, დიდი მონდომებით იყო ჩართული მთელი სასკოლო საზოგადოება.
ღონისძიება ხალისიანად წარიმართა, სადაც მოსწავლეები და კლასის დამრიგებლები გუნდურად ასრულებდნენ სახალისო აქტივობებს. ბოლოს ბავშვებმა და მასწავლებლებმა გაკეთეს π რიცხვის შემადგენელი რიცხვების ცოცხალი ჯაჭვი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო π რიცხვთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში.
14 მარტი π რიცხვის საერთაშორისო დღეა. ეს დღესასწაული ამერიკელმა ფიზიკოსმა ლარი შოუმ შემოიღო 1987 წელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას