| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ქუთაისის N3 საჯარო სკოლა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, (ქუთაისის ამერიკული კუთხე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინგლისურ ენაში მართლწერის სასკოლო კონკურსს - SPELLING BEE - 2024 ატარებს.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მე-5, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები. ღონისძიება ორ ტურად ჩატარდება. I ტური - კარნახს მოიცავს, ხოლო II ტური - სიტყვების ზეპირად დამარცვლას.
კონკურსის ჩატარების განრიგი შემდეგნაირადაა განაწილებული:
კონკურსის სარეგისტრაციო პერიოდი კი მოიცავდა 15 მარტიდან 20 მარტამდე პერიოდს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის ჩატარებამდე, ინგლისური ენის მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტენსიურად ივარჯიშონ სიტყვის სწორად დამარცვლასა და გამოთქმაში.
საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 20 მოსწავლე კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა.
მონაწილეებს ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აწსუს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ამერიკელი მასწავლებლები.
ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ
საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო
ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას