სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუსიკის გაკვეთილზე განხორციელებული შთამბეჭდავი პროექტი დიდი ჭყონის N1 სკოლაში
25-03-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში სწავლება პროექტებით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.

საინტერესოა პროექტული სწავლება მუსიკაში.

ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა მუსიკაში დაასრულეს მუშაობა პროექტზე, რომლის თემაც იყო „ეროვნული იდენტობისა და ევროპული მუსიკალური აზროვნების საკითხები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებაში,“  ხოლო ქვეთემა - „სამშობლო გვიხმობს“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მუსიკალური ენის ელემენტებსა (რიტმი, მელოდია, ჰარმონია...) და სამყაროზე წარმოდგენას შორის ურთიერთკავშირის დადგენა, აგრეთვე ამ ელემენტების გამოყენება სამყაროს ფილოსოფიურ გააზრებაში.

პროექტს ხელმძღვანელობდა წამყვანი მასწავლებელი ეკა გაგუა. პროექტი მოიცავდა ცხრა ეტაპს. მის განხორციელებაში  მონაწილეობდნენ მოსწავლეები - ლიზი თოდუა, დავით კვარაცხელია, გიორგი ბეჭვაია, ლუკა ბარსეგოვი. 

მოსწავლეებისთვის პროექტზე მოშაობა მეტად შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება