სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ -კუჭატნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კვირეული 
22-03-2024
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა „წინდები“ გააფერადეს, გამოჭრეს და უყურეს ფილმს, სადაც აღწერილი იყო, თუ როგორ არიან ადაპტირებულნი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები საზოგადოებაში.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა პრეზანტაცია „მზის შვილები“ გამართეს და შვეიცარიაში მყოფ მეგობარს, მათ სკოლელ „მზე ბიჭს“ დაუკავშირდნენ, რამაც დიდი ემოცია და სიხარული გამოიწვია როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებში.

ღონისძიების ორგანიზატორი ბიოლოგიის მასწავლებელი მარიამ ესიტაშვილი იყო. ის სპეციალური მასწავლებლების - ნანი ბუთიაშვილის და თამარ ლაფაჩიშვილის ჩართულობით გაიმართა. 

„ეს დღე და კვირეული სასიამოვნო განწყობით და ემოციებით დავასრულეთ, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ, ინფორმაციის მიწოდება და მათთვის მხარდამჭერ საჭიროებებზე აქცენტის გაკეთება.
კვირეულის მიზანი მიღწეულია... ჩვენ ვუერთდებით გზავნილს მსოფლიოდან.... მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
დიდი მადლობა სკოლის დირექტორს ნინო მელქოშვილს, მთელ პერსონალს და მოსწავლეებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება