| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.
გაიმართა არაერთი აქტივობა და საგანმანათლებლო ღონისძიება. მათ შორის იაქტიურეს Vა (დამრიგებელი თეა ხარაზიშვილი) და Vბ (დამრიგებელი სალომე ნოზაძე) კლასებმა.
მე-5ა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ნახატი, გზავნილით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და ასე გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.
მე-5ბ კლასში ბიოლოგიის პედაგოგმა სალომე ბერიძემ ამ დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა აქტივობა პრეზენტაციის სახით.
პრეზენტაციის თემები იყო - რა არის დაუნის სინდრომი?, რა სიმპტომატიკა ახასიათებს და ვინ არიან დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანები?
„აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რაც ტოლეტანტობის, მიმღებლობისა და შემწყნარებლობის უნარების ამაღლებას ისახავდა მიზნად“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან, ერთად კაცთმოყვარეობას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი