| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერებას უმაღლებენ და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით რთავენ.
ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აქტივობით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს, ფერადი ფურცლებისგან სიმბოლური წინდები გამოჭრეს და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.
აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.
ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას