| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, პოეზიის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ლიდა ივანიშვილმა, გიული მათაშაშვილმა, ნელი ოკმელაშვილმა და იზა ნინიაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად ამ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
მათ სხვადასხვა პოეტის ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოეზიას ადამიანის ცხოვრებაში.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას