| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა 21 მარტს გამოეხმაურა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ამ ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვას, მათი უფლებების უზრუნველსაყოფად.
გაიმართა საინტერესო შემეცნებითი საუბრები. პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ასევე მოეწყო სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები, რაც საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებას ისახავდა მიზნად.
ბავშვებმა სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი