| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები, აქციები, დისკუსიები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
მოსწავლე-მასწავლებლები მსოფლიო კომპანიის გზავნილის - „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ გარშემო გაერთიანდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ და მოსწავლეებს შეხსენეს, რომ მათი უფლებების დაცვა, მხარდაჭერა და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სპეციალური მასწავლებელი ლალი გვიშიანი და ბიოლოგიის მასწავლებელი - ნანა ფუტკარაძე.
ღონისძიებაზე საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა მე-10 კლასის მოსწავლე სალომე კოპალიანმა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი გამოუშვეს გაზეთი, დაამზადეს ბუკლეტები, ხელის სამაჯურები და ფერდი წინდები ორნამენტებით.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას