სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლაში კიბერუსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
25-03-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოეწყო, რომელიც  კიბერსაფრთხეებისა და მისგან გამოწვეული შედეგების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. 

სკოლაში, ჩატარდა პროექტის - „ერთად კიბერუსაფრთხოებისათვის“  ფარგლებში დაგეგმილი აქტივობა ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც სკოლას დახმარება გაუწია პარტნიორმა ორგანიზაციამ - RICDOG-მა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტრენინგის მიზანი გახლდათ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტერნეტ საფრთხეების, მისი შედეგებისა და პრევენციული გზების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის - „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე. მან ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც შეიძლება მოზარდი ან ზრდასრული ადამიანი წააწყდეს სოციალური ქსელებით სარგებლობისას. ისაუბრა ასევე თავდაცვის მექანიზმებზე. ტრენინგს ესწრებოდნენ მეშვიდე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები (15 მოსწავლე), ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილე ქრისტინე ჩიხლაძე, სკოლის დირექტორი ინგა ჯალიაშვილი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელისო ჩიქოვანი.

შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები და პედაგოგებიც, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნამდვილად მიანიშნებს თემის აქტუალურობაზე.

„პროექტის მართვის ჯგუფი მადლობას უხდის ბატონ ნუგზარ კოხრეიძეს საინტერესო ტრენინგისთვს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება