სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა
20-03-2024
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლის სპეციალური მასწავლებლების - ნუნუ კალაძის და ეკატერინე ხარაზიშვილის მხარდაჭერით, განხორციელდა სასწავლო პროექტი: „სიძველისადმი ნდობა-პატივი“. მასში ჩართული იყვნენ ტიპური განვითარებისა და სსსმ მოსწავლეები .

მათ სოფელ გურჯაანის შესახებ ინფორმაცია მოიძეს და გამოუშვეს სასკოლო გაზეთი - „ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა“. პროექტში ჩართული მოსწავლეები სხვადასხვა ტაძარსა და ღირსშესანიშნაობას ესტუმრნენ. 

სპეციალური მასწავლებლები ეკატერინე ხარაზიშვილი და ნუნუ კალაძე მადლობას უხდიან სკოლის დირექტორს, რუსუდან მამულაშვილ-პაპუაშვილს და სასწავლო ნაწილის გამგეს ლია ბიბილაშვილს, პროექტში ჩართულ მოსწავლეთა მშობლებს, მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტ - თ.მარკოზაშვილს, ნ. ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმის თანამშობლებს - ლ.არსენიშვილს და ნ. დარაშვილს, ყველაწმინდის ტაძარში მოღვაწე მამა ალექსის, ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.

„პროექტში ჩართული მოსწავლეები ესტუმრნენ გურჯაანის ყველაწმინდის ორგუმბათიან ეკლესიას,რომელიც მე-8, მე-9 საუკუნეებით თარიღდება; მიქაილ მთავარანგელოზის სახელობის არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება; ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება, კვირაცხოვლის ძველ ეკლესიას, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, რომელიც მე-17-მე-18 საუკუნით თარიღდება,ამავე პერიოდის იოვანე მახარობლის ეკლესიას, იოვანე ნათლისმცემლის ეკლესიას. ასევე მოიძიეს ინფორმაცია 2021 წელს სოფელ გურჯაანის ქვემო წითელ უბანში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ სამარხზე, რომელიც გვიანი ბრინჯაოს პერიოდს ეხება.
სპეციალური მასწავლებლებმა მოსწავლეები წაიყვანეს ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ და მოიძიეს უამრავი ინფორმაცია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება