| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებისთვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია შედეგები. ასევე გაურკვეველია ვადები, თუ როდის წარუდგენენ სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელმძღვანელობის მსურველთა კანდიდატურებს.
მიუხედავად იმისა, აღნიშნულ საკითხს მინისტრის ბრძანება არეგულირებს და შესაბამისი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს, ცნობილია, თუ რომელი კანდიდატები ვერ წარდგებიან საბჭოების წინაშე კონკრეტულ სკოლებში - ეს აკრძალვა ეხებათ იმ პირებს, ვინც ერთსა და იმავე სკოლაში ორჯერ იყო არჩეული დირექტორად:
„ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც სკოლის დირექტორთა შერჩევასთან დაკავშირებით სამინისტრომ გაავრცელა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა