| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი სახის ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - 3 და 8 მარტს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს ლექსები, ყვავილები, მისალოცი ბარათები მიუძღვნეს და ისინი სიყვარულის გამომხატველი სიტყვებით დაახასიათეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მშობლებს მათ ცხოვრებაში.
სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს.
„ჩვენო საყვარელო დედიკოებო, გილოცავთ დედის დღეს და 8 მარტს! ბედნიერ და მშვიდ გაზაფხულს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა