| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის IV კლასში, კომპლექსური დავალების - „ადამიანი და ცხოველი“, პრეზენტაცია გაიმართა.
მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლისას, ტარიელ ხავთასის მოთხრობის - „მოხუცი და ბროლია“, მიხედვით და მასწავლებლის ნ.ცინცაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კომპლექსური დავალების პირობის მიხედვით, მოსწავლეებმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის - „კეთილი მოხუცის“, როლი, წარდგნენ კლასის წინაშე და ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე პერსონაჟის პირით უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები თავისუფლად, გარკვევით პასუხობდნენ თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს და ყურადღებას ამახვილებდნენ მთავარ საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა