| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს სამოქალაქო კლუბი და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს.
ამჯერად, კლუბი - „ინოვატორები“, ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით - „ცოდნა - უსაფრთხოებისთვის“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ეხება მოსახლეობაში საგანგებო სიტუაციებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ამ მიზნით, მოსწავლეები ამუშავებენ სხვადასხვა ინფორმაციას, თავდაპირველად, ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც სოფელ შრომის 300-მდე მცხოვრებელი მონაწილეობდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობაში ამ თემაზე ცნობიერება ძალიან დაბალია. მათ უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუწევია სხვისთვის პირველადი დახმარება ან ყოფილა საგანგებო სიტუაციაში, თუმცა სწორი ქცევის ზუსტი წესები ნაკლებმა იცის.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები მოინახულებენ ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების ცენტრს. გარდა ამისა, გაივლიან ტრენინგს პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ და ბოლოს, მიღებულ ცოდნას საზოგადოებას გაუზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი