სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა
19-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - დედის და ქალთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიება მიეძღვნა. ზეიმზე, მოსწავლეებმა დედებს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მათ ცხოვრებაში.

მოსწავლეებმა ასევე საყვარელი დედიკოები სიყვარულისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს, რამაც ეს დღე კიდევ უფრო ემოციური გახადა.

„დედა-სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელი. საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს. მის გამო მთებს გადადგამს. დედა არის ცხოვრების საყრდენი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა.

სასკოლო საზოგადოება ყველა დედას, ქალბატონს ულოცავს 3 და 8 მარტს, მათ ბედნიერებას უსურვებს.

„ყველას ვუსურვებთ უღრუბლო ცას, ბედნიერებასა და ღიმილით სავსე ცხოვრებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება