| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ახლახან, VIIIგ კლასის მოსწავლეებმა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო კუხიანიძე, დამრიგებელი ლელა მანჯავიძე) ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეისწავლეს პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი - „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ და ესტუმრნენ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.
მე-8 კლასელებმა დაათვალიერეს ის უნიკალური, ფასდაუდებელი ხელნაწერები, რომლებიც ძირითადად შემოსულია გელათის, მოწამეთას, ბაგრატის, კაცხის, ჯრუჭის, თაბორის, სევას, ჭალატყის, ჭელიშის, ხონჭიორის, ვანის და სხვა ეკლესია-მონასტრებიდან. მათ შესახებ მოსწავლეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია.
ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობას ვუხდით ქალბატონებს ნონა ქარციძეს, ციცინო მუმლაძეს, ეკა ყელაურაძეს, ნინო კუხიანიძეს გულითადი, გულთბილი, საინტერესო მასპინძლობისთვის. მათ ჩვენს ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს ქუთაისის მეცხრამეტე საჯარო სკოლასა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის წლების მანძილზე არსებული საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წარმატებით გრძელდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა