TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლაში, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 
19-03-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მზარდი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, თანამედროვე მსოფლიოში, პირადი ცხოვრების დაცვა უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. ამ გამოწვევის წინაშე, განსაკუთრებით, არასრულწლოვნები დგანან, ისინი ხშირად გაუცნობირებლად ხდებიან, როგორც დანაშაულის მსხვერპლები, ასევე დამნაშავეები. ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებული დანაშაულები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფორმები, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სხვა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ბულინგისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, სოციალური მედიის, სხვადასხვა სახის შეტყობინებების, თამაშის პლატფორმებისა თუ მობილური ტელეფონის საშუალებით განხორციელებული ბულინგის შემთხვევების, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ქმედებების შესახებ.

შეხვედრას მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომელი ეკა კილაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები ნიკოლოზ ნოზაძე და გიორგი ხაჩიძე უძღვებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება