სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ემოციების მართვა და კომუნიკაცია“ - კერძო სკოლა „ანაბასისში“ საინტერესო პროექტი განხორციელდა
18-03-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებს არა მხოლოდ სასკოლო საგნებს ასწავლიან მაღალ დონეზე, არამედ მათ სხვადასხვა საჭირო და ცხოვრებისეული უნარების შეძენაში ეხმარებიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლაში, ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ნანა ფერაძემ, სკოლის ფსიქოლოგ ელისო ლელაძესთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი თემაზე - „ემოციების მართვა და კომუნიკაცია“.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, იყო მოსწავლეების ინფორმირება ბაზისური ემოციების შესახებ, ემოციების იდენტიფიცირება და განსაზღვრა, ემოციების მართვის სხვადასხვა სტრატეგიის გაცნობა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს ორენოვანი მაკეტები და პოსტერები. მათ აღნიშნეს, რომ ემოციების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კომუნიკაციაა.

„საკუთარი ემოციების გამოხატვა და სხვისი ემოციური მდგომარეობის გამოცნობა გვეხმარება ადამიანებთან ურთიერთობაში, რაც უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში“, - ამბობენ სკოლაში.

ბავშვებმა, ასევე შექმნეს ბრაზის თერმომეტრი და პრობლემის მოგვარების შუქნიშანი, რითაც ასახეს ემოციების მონაცვლეობა და პრობლემის მოგვარების გზები კომუნიკაციის საშუალებით.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ პროექტზე მუშაობა მათთვის მნიშვნელოვანი იყო და შეძენილ ცოდნას უკვე იყენებენ საკუთარი ემოციების სამართავად და ადამიანებთან კომუნიკაციებისთვის.  

ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რომ ბრაზის კონტროლისთვის უკვე ეფექტურად იყენებს ღრმა სუნთქვასა და უკუთვლას, სუნთქვის კონტროლს, 10-მდე დათვლას და სხვა, ამიტომაც უფრო უადვილდება თანაკლასელებთან ურთიერთობა.

„კომუნიკაციის უნარი თანდაყოლილი არ არის. მისი შეძენა და განვითარება მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება, სწორი კომუნიკაციით ადამიანი თავდაჯერებული და წარმატებული ხდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტმა მიზანს მიაღწია. შეძენილ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეები კიდევ უფრო განივითარებენ და განიმტკიცებენ მომავალ წლებში.

აქტივობა თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

„პედაგოგისა და ფსიქოლოგის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში და სასკოლო კულტურის განვითარებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება