TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება ზეინდარის საჯარო სკოლაში
15-03-2024
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლელა შალამბერიძე და თამარ კაცაძე ხელმძღვანელობდნენ. 

აღნიშვნას მე-6 და მე-7 კლასელებიც შეუერთდნენ. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობაზე, საყვარელ წიგნებზე, ასევე წაიკითხეს საინტერესო ეპიზოდები სხვადასხვა მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო იყო მოსწავლეთა მოსმენა, რადგან თითოეული მათგანის მიერ შერჩეული მოთხრობა, ლექსი თუ ეპიზოდი განსხვავებული იყო, ერთმანეთს ენაცვლებოდა ნოდარ დუმბაძის, რევაზ ინანიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ვაჟა-ფშაველას და სხვათა სახალისო თუ სევდანარევი ეპიზოდები.

„წიგნები აზრის ხომალდებია, ჟამთა ტალღებში რომ მიცურავენ და ზრუნვით გადასცემენ ძვირფას ტვირთს თაობიდან თაობას“; „წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას იძლევა“, - აღნიშნული ფრაზები ლაიტმოტივად გასდევდა ღონისძიებას. 

„წიგნი უკეთესი მომავლის გარანტი!“, „წიგნი ადამიანის მეგობარია...“, „უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა“, - ამ ლოზუნგებმა კი სასკოლო საზოგადოება ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება