| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, იმართება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.
4 მარტს, ხურვალეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სლავურ ხალხური დღესასწაულის „მასლენიცას“ გაცნობა და ჩვენებური ყველიერის კვირისთვის შედარება.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, შეადარეს ქართული და სლავური ტრადიცია, მოაწყვეს ნახატების გამოფენა, დაანთეს კოცონი და დაწვეს „მასლენიცას“ საფრთხობელა, რაც სიმბოლურად ნიშნავს ზამთრის გაცილების და გაზაფხულის დადგომას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიებას რუსული ენის მასწავლებელი ვალენტინა კულბიჩი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა