TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„კოსმიური დედა“  - თბილისის N62 საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული პროექტი ჩატარდა
14-03-2024
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული შთამბეჭდავად და განსხვავებულად აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული პროექტი „კოსმიური დედა“ დამრიგებელმა, მენტორმა მასწავლებელმა - ლიზი ნიჟარაძემ და გეოგრაფიის პედაგოგმა - ინგა ბალახაშვილმა განახორციელეს. სიმღერები და მუსიკალური გაფორმება კი მუსიკის მასწავლებლის - ნონა ტარიელაშვილის დახმარებით შეიქმნა. 

მე-5 კლასის მოსწავლეები მზის სისტემას სიღრმისეულად გაეცნენ. ბავშვებმა დაბადების დღის მიხედვით დაუკავშირეს პლანეტები დედას და მათი ხასიათის შტრიხები გამოკვეთეს.

„საოცარ პლანეტებზე იმოგზაურეს ქალბატონებმა, დედიკოებმა, მე-5 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლასი.

მოსწავლეებმა, ასევე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის - „პატარა უფლისწულის“ მიხედვით დაამუშავეს მზის სისტემა, გამოკვეთეს სიმბოლოები, ალეგორიები, მეტაფორები, შექმნეს საკუთარი შინაგანი სამყაროს ამსახველი პლანეტები.

მოსწავლეებმა დასკვნით ეტაპზე დედების ხასიათზე დაყრდნობით შექმნეს სიმბოლური პლანეტები.

„ჯადოსნური ფერები, ბევრი სიყვარული, სიმბოლო, მეტაფორა, ალეგორა ამშვენებდა მოსწავლეთა შექმნილ ნამუშევრებს, ეს მათი დედების სამყაროა, ასე ხედავენ სიხარულს, ტკივილს, გრძნობებს შვილები“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტი ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.

მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საბოლოო შედეგამდე მისასვლელად არაერთი აქტივობა განახორციელეს.

„პროექტის სიმბოლო იყო გული, ანუ თითოეული ჩვენგანის პლანეტა. მათ იმსჯელეს, აღმოაჩინეს, გაიაზრეს: მხატვრული საშუალებები, ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა, ეპიზოდების მთავარი სათქმელი, დაუკავშირეს საკუთარ გამოცდილებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა შექმნეს საკუთარი და დედის პლანეტები სიმბოლოების, მეტაფორების გამოყენებით, პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები ირმა კაკაურიძე და ლიზი ნიჟარაძე.

პრეზენტაციაზე შვილები გამოჭრილი გულებითა და სიმღერით შეხვდნენ დედებს. წარმოადგინეს მზის სისტემა, ისაუბრეს დედის ბუნებაზე, საკუთარი ხელით შექმნილი პლანეტები სიმბოლურად აჩუქეს დედას.

დამრიგებლის დახმარებით დაწერეს წერილები და დედებს საჩუქრად, ჯილდოდ შესაბამისი ქვისგან, მინერალისგან შექმნილი ყელსაბამი, გულები, წერილები გადასცეს.

„გრძნობათა დღესასწაული წარმატებით დასრულდა. ჩვენი სკოლა ფერად მომავალს, მარადიულ გაზაფხულს უსურვებს ყველა დედასა და შვილს, ყველა ქალბატონს. გილოცავთ სამყაროს ქალბატონებო!“, - აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



















კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება