| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლასა და მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, IX კლასში, რუსული ენის მასწავლებელმა მაყვალა ბურდულმა, თემის - „გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება“, შესწავლის შემდეგ განახორციელა პროექტი ამავე სახელწოდებით.
ხელმისაწვდომი რესურსებითა და მოძიებული ინფორმაციით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს შესწავლილი თემა, აქტიურად, დიდი პასუხისმგებლობით გააკეთეს აღნიშნული პროექტის საბოლოო პროდუქტიც - კედლის გაზეთი, რომელმაც საკლასო ოთახი დაამშვენა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული ადამიანისთვის რუსული ენის ცოდნა. წარმოადგინეს მათთვის საინტერესო ადამინების შესახებ ინფორმაცია ფოტო მასალით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არ დავიწყებიათ სოფლის სასახელო სპორტსმენი ლაშა ბექაური, რომელმაც თავისი საყვარელი სოფელი მსოფლიოს გააცნო.
პროექტი დადებითად შეაფასა მასწავლებელმა: „იმდენად გახალისდნენ მოსწავლეები, რომ სამომავლო პროექტის იდეაზე დაიწყეს ფიქრი“.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს განხორციელებული პროექტისთვის და წარმატებას უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას