| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების სფეროში განხორციელდება ახალი რეფორმა, რომლის ფარგლებშიც დარეგულირდება ელექტრონული სწავლების საკითხი.
უწყების განმარტებით, არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში დასაშვები გახდება რიგი კომპონენტების, თეორიული კურსების დისტანციურად განხორციელება. ამასთან, შესაძლებელი იქნება, სრულად დისტანციური პროგრამების შემუშავება იმ მიმართულებებში, რომელიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას. აღნიშნული სიახლე შეეხება როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურებს. ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.
დასაშვები ხდება და ახლებურად დარეგულირდება საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება.
მნიშვნელოვანია, რომ განხილული კანონპროექტების თანახმად, განისაზღვრება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და დაევალება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამისი კონცეფციის მოდელისა და სტანდარტის შემუშავება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა