მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართა.
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საპატიო სტუმრები – მუნიციპალიტეტების მმართველობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ.
გამარჯვებული მოსწავლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის მოსწავლე საბა ებანოიძე გახდა.
გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ დააჯილდოვა.
ირინა აბულაძე:
განათლების სამინისტრო მხარს უჭერს პროექტ „ეტალონს“ და მხარს დაუჭერს მომავალშიც როგორც ამ პროექტს, ასევე ყველა ისეთ პროექტს რომელიც ემსახურება ცოდნის მიღებას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონის“ მასშტაბი, რადგან მოიცავს მთელ საქართველოს. ყველა რეგიონის წარმომადგენელი არის ჩართული ჩემპიონატში.
ჩემი აზრით, ამ პროექტს ყველაზე ღირებული რაც აქვს, არის სწორედ ის მუხტი და მიმართულება სადაც მოსწავლეები ანთებული სახეებით მონაწილეობენ ტესტებისა თუ შეჯიბრებების კუთხით, თან სწორება არის განათლების მიღებაზე და ცოდნის გაღრმავებაზე.
რაც მთავარია, ვიცით, რომ არამხოლოდ მოსწავლეებში, არამედ უფროსი ასაკის ადამიანებშიც შეჯიბრს და გამარჯვებას რამხელა სტიმული მოაქვს. ამიტომ ბავშვებს ასეთი გამარჯვევები მომავალში წარმატებულ ადამიანებად აქცევენ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ამ, დარბაზში ადგილობრივი თვითმართველობის, კერძო სექტორის, რესურსცენტრების წარმომადგენლების, ასევე დირექტორების და მშობელების ერთიანობა, რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყონ მონაწილეობაში, იმიტომ რომ გახდნენ უფრო აქტიურები და დაეხმარონ ქვეყანას.
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2026 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება
117894
„მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი...“ - სკოლის დირექტორები მოსაზრებებს გვიზიარებენ
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“