სიახლეები
ეტალონი

აქტიური სასკოლო ცხოვრება მუნიციპალიტეტების წარმატებაა - ლიდერი რესურსცენტრების რეიტინგი
12-03-2019
-
+


„ეტალონის“ შემოქმედებითმა გუნდმა აქტიური სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების ლიდერი საგანმანათლებლო რესურსცენტრების რეიტინგი გამოავლინა.

„უმაღლესი კატეგორიის რესურსცენტრები“ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით  შეირჩნენ:

  • მოსწავლეებისთვის სწავლის მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობა
  • სკოლების ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა
  • აქტიური, მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების კუთხით მუნიციპალიტეტების წარმოჩენა
  • მშობლების და მასწავლებლების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში

რეიტინგი შედგენილია Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების %-ული რაოდენობის მიხედვით.

სკოლების გაძლიერება და მომავალი თაობის - ახალგაზრდების განვითარება წარმოუდგენელია აქტიური სასკოლო ცხოვრების და საზოგადოებისთვის მისი გაზიარების გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Etaloni.ge, რომელიც ყოველდღიურად აქვეყნებს ხელმომწერი სკოლების სხვადასხვა აქტივობის შესახებ ინფორმაციებს.

აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სკოლის ცნობადობის გაზრდას, ასევე მოტივაციას უმაღლებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უფრო მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ - გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, პრეზენტაციები, განახორციელონ პროექტები და ეს ყველაფერი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახადონ ცნობილი.

სასკოლო ცხოვრების წარმოჩენა-წახალისების მიზნით, Etaloni.ge მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ სკოლასთან თანამშრომლობს. სასკოლო ცხოვრების გაშუქებასთან ერთად, Etaloni.ge განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებაც აქტიურად აქვეყნებს სტატიებს და ახალ ამბებს,  მათ შორის ინტერესდება სკოლების დირექტორების, პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების შეხედულებებით. მიგვაჩნია, რომ მშობლების ჩართულობის გარეშე ვერც  სკოლის გაძლიერება მოხდება და ვერც მაღალი ხარისხის განათლების მიღება იქნება შესაძლებელი.

მშობელი-ბავშვი-სკოლა - გაერთიანების მიზნით შექმნილია ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე პორტალი izrune.ge, სადაც მშობელს შეუძლია ცოცხალ რეჟიმში შეიტყოს შვილის აზროვნებისა და განვითარების დონე. Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების მოსწავლეებს izrune.ge-ს ყველა სიკეთეებით სარგებლობა სოციალური პაკეტით, სიმბოლურ ფასად შეუძლიათ.

იხილეთ რეიტინგი  Etaloni.ge-ს ხელმომწერი სკოლების %-ული რაოდენობის მიხედვით:

სკოლების რეიტინგი-07-03-2019.jpg


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება