სიახლეები
ეტალონი

ლაგოდეხის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
25-09-2018
-
+


26 სექტემბერს ლაგოდეხის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები 12 ოქტომბრის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „ლაგოდეხის  ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ტურებში
ღონისძიებაში მონაწილეობდა როგორც აკურის საჯარო სკოლის ასევე თელავის ფოლკლორული გუნდი

ბავშვებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და უფლიციხე მოინახულეს.


სიახლეები
წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენება ეჭქვეშ დგება




ნინო ლომჯარია წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გოგონათა და ვაჟთა პანსიონს ეწვია
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა
შეხვედრას თბილისის საჯარო სკოლების დირექტორები და მშობლები ესწრებიან
შეხვედრას თბილისის სკოლების დირექტორები და მშობლები ესწრებიან
საინტერესო
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
წელს ფრანკფურტის რიგით 70-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა 
Microsoft-ის დამფუძნებელი მილიარდიან ქონებას ბილ და მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს
ვინ შეიძლება იყოს 5 წლის ბიჭუნას საყვარელი პიროვნება?  

ეტალონი
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
ინტელექტ-ჩემპიონატში საგარეჯოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

ინტელექტ-შეჯიბრში საგარეჯოს რაიონის ყველა სკოლიდან 70 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს



ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


მე ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან ეს არის ეროვნული საქმე
საზოგადოება