სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათემატიკა ჩემს კარ-მიდამოში“ - ღვანკითის საჯარო სკოლაში საინტერესო მინი-კონფერენცია გაიმართა
05-03-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში არაერთი საინტერესო კონფერენცია და აქტივობა იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის ღვაწლმოსილი მასწავლებლის - ეთერ ტურავას ხელმძღვანელობით, მინი-კონფერენცია ჩაატარეს. პროექტის სახელწოდება „მათემატიკა ჩემს კარ-მიდამოში“ გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ ნასწავლი და ცხოვრებაში შესძლებოდათ მათემატიკის ცოდნის გამოყენება.

„რა თქმა უნდა, მათემატიკა საოცარი და მნიშვნელოვანი მეცნიერებაა, რომელიც აღწერს ბუნების კანონებს და გვეხმარება გავიგოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყარო. იგი მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა ალგებრა, გეომეტრია, ანალიზი, ალბათობის თეორია და მრავალი სხვა. მათემატიკა გამოიყენება ცხოვრების ბევრ სფეროში, ფიზიკიდან და ინჟინერიიდან ეკონომიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებამდე. მისი გამოყენება ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას, მარტივი ყოველდღიური გამოთვლებიდან დაწყებული რთული სამეცნიერო კვლევებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, გავიგოთ ძირითადი მათემატიკური ცნებები, რათა წარმატებით ვიმოქმედოთ დღევანდელ სამყაროში და გადავჭრათ ჩვენს წინაშე არსებული სხვადასხვა პრობლემები.

თუმცა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში - სწორედ ეს მიზანი გვამოძრავებდა პროექტზე მუშაობისას“, - გვიყვებიან სკოლაში.

მინი-კონფერენცია თავად მასწავლებელმა გახსნა საინტერესო მიმოხილვით. მან სასკოლო საზოგადოებას მათემატიკის შესახებ ბრძნული გამონათქვამები გაახსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყოველდღიურობაში მის მნიშვნელობასა და აუცილებლობას .

მინი-კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები: თეკლა ბუსკივაძე, ია ყვავაძე და გიგა ქარქაშაძე.

მოსწავლეებმა ზედმიწევნით საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები, გაიხსენეს გეომეტრიული ფიგურების დანიშნულება და ფუნქციები.

კონფერენციის მსვლელობისას ინტერაქციაში ჩაერთნენ დამსწრე საზოგადოება და მსმენელი მოსწავლეები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ჯალიაშვილი, სასწავლო ნაწილის გამგე ნანა ტყემალაძე , VII,  VIII და IX კლასების მოსწავლეები, მათემატიკისა და ზუსტ მეცნიერებათა კათედრის წევრები, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ეთერ ტურავა.

„ყველაზე საპატიო სტუმრები გვესტუმრნენ კერძო სკოლიდან, „მზეკაბანი-2007-ის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, რომლებსაც ეთერ ტურავა ამავე სკოლაში აზიარებს მათემატიკის საიდუმლოებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მინი-კონფერენციის შემდეგ გაიმართა ჩვეული ფოტოსესია. ამ დღისგან მიღებული ემოციები გამოხატა სკოლის ხელმძღვანელობამ.

„მზეკაბანელმა“ მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელ თანატოლებსა და მათემატიკის პედაგოგს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღვანკითის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის პედაგოგ ეთერ ტურავას, რომელიც როგორც აღნიშნავენ, ყოველთვის ფიქრობს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებაზე, მათი უნარების განვითარებასა და განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე.

„ეთერ მასწავლებელთან ერთად წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ყველა პედაგოგსა და მოსწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება