TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შეიცვალა მოსწავლეების სამგზავრო ტარიფებში - დოკუმენტი
10-03-2024
-
+


„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, სკოლის მოსწავლეები, 17 წლამდე, ისარგებელბენ შეღავათებით და მათ მგზავრობა სრულად დაუფინანსდებათ.

რაც შეეეხება შეღავათებით სარგებლობის უფლების მქონე პირთა სრულ სიას, დადგენილებაში ნათქვამია, რომ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს;

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;

დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს;

ე) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს;

ვ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს;

ზ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი „უფასო სასადილოს“ ბენეფიციარებს;

თ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება