სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორობის მსურველთა კონკურსზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა - შეცვლილი ვადები და სხვა დეტალები ცნობილია
29-02-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები 2024 წლის 2 მარტის, 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, დირექტორობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციის პროცესში მაღალი მომართვიანობის საფუძველზე მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატს, რომელსაც აქვს:

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ ასარჩევად.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).

დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

​შემოდგომის თემატიკაზე დაფუძნებული ტურის ფარგლებში, პატარებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინეს

ღონისძიების მომზადებასა და მაღალ დონეზე ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეთორმეტე კლასმა თავისი დამრიგებლის მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება