სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განმავითარებელი შეფასების მახასიათებლები - დეტალური განმარტებები პედაგოგებისთვის
02-03-2024
-
+


სწავლების მეთოდიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა განმავითარებელ შეფასებას, რომლის მიზანია მუდმივი უკუკავშირის მიწოდება როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის სასწავლო სტრატეგიების კორექტირებისა და სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

განმავითარებელი შეფასების ძირითადი მახასიათებლებია:

• უწყვეტობა: განმავითარებელი შეფასება არის არა ერთჯერადი მოვლენა, არამედ ერთიანი, უწყვეტი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სასწავლო პროცესთან ერთად. ის ხელს უწყობს მოსწავლის მიღწევების წარმოჩენას და მიუთითებს იმ ასპექტებზეც, სადაც მას დახმარება და მეტი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდება;
• უკუკავშირი და მხარდაჭერა: განმავითარებელი შეფასების მთავარი მიზანია მოსწავლისთვის დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა, რომლებიც გაუმჯობესებას მოითხოვს. მასწავლებლები ამ უკუკავშირს იყენებენ მოსწავლის საჭიროებებისთვის სწავლების სათანადო მეთოდების მოსარგებად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;
• შეფასების ფორმა: განმსაზღვრელი შეფასებისგან განსხვავებით (ქულების გამოყენება საერთო მიღწევების შესაფასებლად), განმავითარებელი შეფასებისას აქცენტი დაისმის სწავლაზე, წინსვლაზე, პროგრესზე და არა საბოლოო ქულის მინიჭებაზე;
• აღწერითი, მკაფიო ინსტრუქციები: განმავითარებელი შეფასებებიდან მიღებულ ინფორმაციას მასწავლებელი იყენებს სწავლების სტრატეგიების, ტემპისა და შინაარსის ცვლილებისთვის, მოდიფიცირებისთვის, რათა უკეთ დააკმაყოფილოს მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებები და შექმნას უფრო ეფექტური სასწავლო გარემო;
• მოსწავლეთა ჩართულობა: განმავითარებელი შეფასება აუცილებლად გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში. ის გამოიხატება მოსწავლეთა თვითშეფასებით და თანატოლთა შეფასებით, დისკუსიებით და ვიქტორინებით, რეზიუმიერებით და სხვა სახის აქტივობებით, სადაც შესაძლებელი იქნება პროგრესის დემონსტრირება;
• მრავალფეროვანი მეთოდები: განმავითარებელი შეფასებისას ფართოდ გამოიყენება ვიქტორინა, დისკუსია-დებატები, საგაკვეთილო ინტერაქციული აქტივობები და ა.შ. მეთოდები ორიენტირებულია საგნობრივ მოთხოვნებზე, კლასის მიღწევებსა და სასწავლო მიზნებზე.
განმავითარებელი დავალებების შესრულებისას აქტიურად გამოიყენება ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია:
• კითხვა-პასუხის რეჟიმი (პასუხი კითხვებზე: რატომ? როგორი? რანაირი? – და ა.შ.)
• დაასახელე…
• გამოყავი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები…
• მოიყვანე არგუმენტი…
• სხვადასხვა ხასიათის შემოქმედებითი პროექტები…
• კროსვორდები, რებუსები…
• შეცდომების შემცველი ტექსტები…
• შედარების ცხრილები...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება