სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული და ლამაზი საუნივერსიტეტო კამპუსები 
28-04-2024
-
+


მსოფლიოში სკოლები და უნივერსიტეტები არამხოლოდ განათლების ხარისხით, არამედ დიზაინითაც გამოირჩევიან. ზოგიერთი მათგანი, ფაქტობრივად, არქიტექტურული შედევრია. ასეთი შენობების ვიზუალზე ძალიან ბევრია ნაფიქრი, მათი ნაწილი მუზეუმსაც ჰგავს. 

ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, გამორჩეული საუნივერსიტეტო კამპუსების შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ. ზოგადად, გარემო სწავლის მოტივაციაზეც რომ აისახება, ეს ახალი ამბავი არ არის. მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია. 

კემბრიჯის უნივერსიტეტი, ინგლისი

1209 წელს დაარსებული კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლება. აკადემიური მიმართულების გარდა, კამპუსი ასევე ცნობილია თავისი ბოტანიკური ბაღებითა და არქიტექტურული ძვირფასი ქვებით. მას ხშირად გვიანი ინგლისური გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს უწოდებენ.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში არქიტექტურული სტილის ისეთი მრავალფეროვნებაა, რაც მსოფლიოს არც ერთ სხვა კამპუსში არ გვხვდება. ის ნეოფუტურისტული აუდიტორიებია. შენობა უილიამ უელსი ბოსვორტის დაპროექტებულია.
 

მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტი

მექსიკის ყველაზე ცნობილი არქიტექტორისა და მხატვრის ნამუშევრები შეგიძლიათ ერთ ადგილას - მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში ნახოთ. ლათინური ამერიკის უდიდესი უნივერსიტეტის გვირგვინი ხუან ო'გორმანის შექმნილი ცენტრალური ბიბლიოთეკაა, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფრესკებითაა დაფარული. 2007 წელს, მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლად დასახელდა.
 

Swarthmore College Swarthmore, პენსილვანია

კამპუსი თანამედროვე და გოთიკური სტილის არქიტექტურის ნაზავით გამოირჩევა. კიდევ ერთი თვალწარმტაცი ელემენტი, რაც კოლეჯს გამოარჩევს არის 425 ჰექტარი ფართობის არბოტერიუმი, სადაც მაგნოლიის ხეები, საფეხმავლო ბილიკები და გარე თეატრია. კოლეჯის მწვანე ოაზისი სტუდენტების, ადგილობრივებისა და მებაღეების ყურადღებას მთელი მსოფლიოდან იქცევს. იქ 200 ჯიშის ვარდი და უამრავი ხეა.

კეიპტაუნის უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკა

კეიპტაუნის უნივერსიტეტიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. გარდა ამისა, შენობა სუროთია დაფარული. კამპუსი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს, როგორც არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში.
 

ფლაგლერის კოლეჯი, ფლორიდა

შეერთებული შტატების უძველეს ქალაქში, ფლაგლერის კოლეჯი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობაა. ლიბერალური ხელოვნების სკოლა ყოფილ სასტუმრო პონსე დე ლეონშია განთავსებული, რომელიც 1888 წელს, როგორც მდიდრული კურორტი, ბიზნესმენ ჰენრი ფლაგლერის ხელმძღვანელობით, აშენდა. მისი თავდაპირველი იერსახე, ფაქტობრივად, მთლიანად შენარჩუნებულია. არის სამეჯლისო დარბაზიც, რომელსაც ახლა სხვა დანიშნულება აქვს.
 

Kyung Hee უნივერსიტეტი, სამხრეთ კორეა

კიუნჰის უნივერსიტეტის კლასიკური არქიტექტურა მუდმივად განვითარებად ქალქს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს. ალუბლის აყვავებული სურნელოვანი ხეების, სვეტებისა და შადრევნის გავლის შემდეგ შედიან სტუდენტები შენობაში. ასევე, მთავარ კამპუსში ისტორიის მუზეუმი და ჰიე-ჯუნგის მუზეუმია განთავსებული.

სტენფორდის უნივერსიტეტი, კალიფორნია

სტენფორდის უნივერსიტეტი ამერიკული კამპუსის მაგალითია, თავისი გაშლილი მწვანე გაზონებით. კამპუსი ცნობილი დიზაინერების წყალობითაა ასეთი შესანიშნავი, მათ შორის, ფრედერიკ ლოუ ოლმსტედს, რომელმაც პრესტიჟული სკოლის ყვავილები - ბაღი და მწვანე სივრცეები გააშენა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

სკოლის დირექტორმა წახალისების მიზნით სიგელები გადასცა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საგაკვეთილო პროცესში გაცდენები

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება