სიახლეები
სიახლეები

ანაზღაურება 2640 ლარია - გაეცანით მანდატურის სამსახურის ვაკანსიის დეტალებს
20-02-2024
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) საკონსულტაციო მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება 2640 ლარია.

ყველა დეტალი 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის, ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;
ბ) სამუშაო გამოცდილება - ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მათი ოჯახების საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი  გამოცდილება;
გ)  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
დ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
ე) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
ვ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

ფუნქცია-მოვალეობები:

· ხელმძღვანელობს და წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებას და ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) – (შემდგომ - ცენტრი) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების  პროფესიული ზედამხედველების (შემდგომ - პროფესიული ზედამხედველები) საქმიანობას;

· ახორციელებს კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფი პროფესიული ზედამხედველების მიერ სამსახურებრივი მოვალეობისა და საქართველოს კანონმდებლობის/სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებაზე;

· ანაწილებს სამუშაოს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

· უზრუნველყოფს ჯამური - ყოველთვიური, კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას, მათ ანალიზს და ამ მიზნით სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან  შესაბამისი  ინფორმაციის  გამოთხოვას;

· უზრუნველყოფს უშუალოდ მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე, მოქალაქეთა, ფიზიკური პირების განცხადებების, წერილების, დოკუმენტაციის დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას. ასევე, ეცნობა და ამზადებს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წარმოებულ კორესპონდენციას;

· ზრუნავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების (ფსიქოსაგანმანათლებლო საკონსულტაციო მომსახურების) მუდმივ განვითარებაზე;

· აქვს აქტიური და უწყვეტი კონტაქტი მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან, ატარებს მათთან შეხვედრებს და ეცნობა მათ მუშაობასა და ანგარიშებს;

· წვლილი შეაქვს მთლიანად ცენტრის (სამმართველოს) მომსახურების და მასში ჩართული სპეციალისტების  განვითარებაში;

· მონაწილეობს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებაში საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასთან, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან/მხარეებთან;

· აქტიურად თანამშრომლობს რესურსსკოლებთან საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის ფარგლებში და წვლილი შეაქვს რესურსსკოლების საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული კომპეტენციების  განვითარებაში;  

· კომპეტენციის ფარგლებში, წვლილი შეაქვს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/პროტოკოლების, მეთოდოლოგიური რესურსის განვითარებაში;

· განსაზღვრავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების განვითარების და პროფესიული ზედამხედველების რაოდენობის გაზრდის საჭიროებებს და ზრუნავს მიმართულების და  პროფესიული ზედამხედველების მუდმივ განვითარებაზე;

· უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების ფარგლებში წამოჭრილი პრობლემური შემთხვევების გადაჭრას;

· ხელს უწყობს მის დაქვემდებარებაში შემავალ და სხვა სპეციალისტებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებს და მულტიდისციპლინური მიდგომით მუშაობას;

·უზრუნველყოფს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების თანამშრომლების მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას;

· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა სხვა მიმართულების მენეჯერებთან და მათთან კოორდინირებულად წარმართავს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების საქმიანობებს;

· აქვს მჭიდრო თანამშრომლობა ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის მომსახურების გაწევის მიმართულებით;

· წვლილი შეაქვს მის პასუხისმგებლობაში შემავალი მიმართულების/მომსახურების ხარისხის განვითარებაში  და ცნობადობის ამაღლებაში, როგორც სამსახურის ფარგლებში, ასევე, მის მიღმა;

· მუდმივად ანახლებს თავის ცოდნას ინკლუზიურ/სპეციალურ განათლებასა და მის პასუხისმგებლობაში შემავალ მიმართულებაში მიმდინარე კვლევებისა და სიახლეების შესახებ და ზრუნავს ცოდნის გავრცელებაზე ცენტრის თანამშრომლებში;

· ამზადებს ცენტრის უფროსთან და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისთვის განსახილველ საკითხებს;

·  ხელს აწერს და ავიზებს უშუალოდ მის პასუხისმგებლობაში შემავალ დოკუმენტაციას;

· ასრულებს უფროსის  დავალებებს, მითითებებსა და ბრძანებებს;

· ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვერავინ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში“

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები
საზოგადოება