| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

14 ივლისს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება, რომელშიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ პერიოდში მასწავლებლები უკვე შვებულებაში არიან, ნაწილი კი ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობისას ცენტრის კურატორი/დამკვირვებელია. შესაბამისად ისინი ვერანაირი ფორმით ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. შეექმნებათ თუ არა ამის გამო რაიმე პრობლემა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ სკოლაში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ეროვნულების მიმდინარეობის პერიოდში კურატორები ან დამკვირვებლები არიან, საბჭოს არჩევნებზე გამოუცხადებლობის გამო არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ და ეს საკითხი სამინისტროს აუდიტის სამსახურთანაა შეთანხმებული:
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: 14 ივლისს სკოლებში ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ჩვენს მეთვალყურეებს/კურატორებს, საგამოცდო ცენტრის სხვა პერსონალსაც, რომლებიც არიან ამა თუ იმ საშუალო სკოლის თანამშრომლებიც, სამინისტრო არ ავალდებულებს ამ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი პერსონალი არ ტოვებს საგამოცდო ცენტრს, თავისი სამუშაო გრაფიკის ფარგლებში და აგრძელებს მუშაობას.
ეს საკითხი შეთანხმებულია განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურთან, არც ერთ მათგანს ამის გამო პრობლემები არ შეექმნება თავიანთ სამუშაო ადგილებზე“, - აღნიშნულია ცენტრის ოფიციალურ პასუხში.
რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებიც მიზეზგარეშე გააცდენენ სამეურვეო საბჭოს არჩევნებს, შესაძლოა მათ კუთვნილი ანაზღაურებიდან თანხა გამოექვითოთ.
როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, „14 ივლისი ოფიციალურ სამუშაო დღედაა გამოცხადებული და თუ მასწავლებელი შვებულებაში არ არის, არჩევნებზე გამოუცხადებლობა შეიძლება აისახოს მის ხელფასზეც“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას