სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორების შერჩევის ახალი წესი დამტკიცდა - მინისტრის ბძანება
15-02-2024
-
+


საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის ახალი წესი ცნობილია. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ  საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის კანდიდატი გადის ორ ეტაპს: ტესტირებას და გასაუბრებას. გასაუბრებაზე დასწრების წინაპირობა კი ტესტირების წარმატებით გავლაა.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება - როდის გამოქვეყნდება საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები

დირექტორობის კანდიდატი რეგისტრაციისას წარადგენს სკოლის, ან სკოლების სიას, სადაც სურს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება. ძველი წესის მიხედვით კი სასურველ სკოლებს კანდიდატი სერტიფიცირების გავლის შემდგომ ირჩევდა. 

დირექტორობის კანდიდატი, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას

გასაუბრების შედეგების საფუძველზე კომისია დირექტორობის კანდიდატს, მის მიერ ელექტრონული რეგისტრაციისას მითითებულ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს/საბჭოებს წარუდგენს ან არ წარუდგენს ასარჩევად.

შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას.

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს უნდა წარუდგენოს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) ფოტოსურათი; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას; ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ; ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

სამეურვეო საბჭო დირექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენილი დირექტორობის კანდიდატებისაგან ირჩევს მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.

დირექტორის ასარჩევად სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატების პროგრამებს ისმენს საჯარო სხდომაზე.

სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის/არარჩევის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია 6 წლის ვადით დანიშნოს დირექტორობის უფლების მქონე პირი დირექტორად, რაც სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა.

სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.


დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებაზე მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება