სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლა პარტნიორ სკოლასთან გაცვლით პროგრამას ახორციელებს
14-02-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლა კერძო სკოლა „მილენიუმთან“ აქტიურად თანამშრომლობს და გაცვლით პროგრამას ახორციელებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ახლახან, თელავის N5 საჯარო სკოლის (გაცვლითი პროგრამის მესამე ნაკადი) ერთკვირიანი საინტერესო და შინაარსიანი ვიზიტი თბილისის კერძო სკოლა „მილენიუმში“ დასრულდა. 

თელავის N5 საჯარო სკოლას „მილენიუმიდან“ ესტუმრნენ - ბიოლოგიის მასწავლებელი გიორგი ნებიერიძე და მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკა ბერბიჭაშვილი.

თელავის N5 საჯარო სკოლიდან კი თბილისში გაემგზავრნენ ქიმიის მასწავლებელი - დარეჯან მარგალიტაშვილი და მეათე კლასის მოსწავლე ანდრია ავეტიანი.

„ათასწლეულის სკოლისა“ და თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს და ჩაატარეს პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობები, გაუზიარეს ერთმანეთის გამოცდილებები.

„ერთკვირიანმა ვიზიტმა „მილენიუმის“ სკოლაში წარმატებით ჩაიარა და სრულად გაამართლა მოლოდინები, რაც გაცვლითი პროგრამის მონაწილე პედაგოგებსა და მოსწავლეებს ჰქონდათ“,- აღნიშნავენ თელავის N5 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება