სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორი ჩაცმის სტილი აქვთ მასწავლებლებს სხვადასხვა ქვეყანაში? - რა შეზღუდვები და აკრძალვები არსებობს
19-01-2024
-
+


საზოგადოებაში იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მასწავლებელი, ერთგვარად ჩამოყალიბებული აზრია. მათი გადმოსახედიდან, პედაგოგებს ყოველთვის აკადემიურად უნდა ეცვათ - კლასიკური ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი და მუქი მოსაცმელი.

ზოგადად, საზოგადოება მასწავლებლების მიმართ ძალიან მომთხოვნია, მაღალ სტანდარტს აწესებს. ისინი ყველაფერში მისაბაძი მაგალითი უნდა იყვნენ. როგორია სხვადასხვა ქვეყანაში პედაგოგების ჩაცმის სტილი? - გთავაზობთ, ამ საკითხზე მოძიებულ ინფორმაციას:

მაშ, როგორ გამოიყურებიან სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებული მასწავლებლები?

ევროპის ქვეყნებში პედაგოგებს, დაახლოებით, ერთნაირი ჩაცმის სტილი აქვთ. უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, საფრანგეთში მათთვის არანაირი შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული. ფრანგი პედაგოგები დამოუკიდებლად წყვეტენ, როგორი იქნება მათი გარდერობი.

დიდ ბრიტანეთში მასწავლებელი ყოველთვის ელეგანტურია, ატარებს მაღალი ხარისხის ტანსაცმელს, რომელსაც ხშირად იმ სკოლის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები აქვს, სადაც ასწავლიან.

გერმანიაში შეგიძლიათ ისე ჩაიცვათ, როგორც გსურთ. გერმანელ მშობლებს მხოლოდ ის სურთ, რომ შვილების გვერდით ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ყველა შესაბამის სტანდარტს დაიცავენ.

ბელარუსში საერთო მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის საერთო სახის ჩამოყალიბების მცდელობები მიმდინარეობს. შესაძლოა, პედაგოგებს გარდერობისთვის გადახედვა მოუწიოთ.

რით განსხვავდებიან „თავისუფალი“ ამერიკელები ევროპელებისგან? შეერთებული შტატების ყველა შტატს და თუნდაც საგანმანათლებლო დაწესებულებას, უფლება აქვს მასწავლებლის ტანსაცმლის შესახებ, საკუთარი სტანდარტები დააწესოს. შედეგად, რაც ერთ შტატში მიღებულია, შეიძლება მეორეში „აკრძალული“ იყოს. მაგალითად, არიზონაში მასწავლებელი თავად განსაზღვრავს როგორ წავა გაკვეთილზე. თუმცა მას არ აქვს უფლება მოსწავლეების წინაშე მაისურით, მჭიდროდ მორგებული ან ძალიან ღია ტანსაცმლით გამოცხადდეს. მამაკაცებმა არ უნდა ატარონ ულვაში, ხოლო ქალებმა - მკვეთრი მაკიაჟი.

ლოს ანჯელესში მასწავლებლებს მხოლოდ მოწესრიგება მოეთხოვებათ და არ აქვს მნიშვნელობა შორტები ეცმევათ თუ პირსინგი ექნებათ. ვისკონსინის შტატში კი მაისურები და სხვა სპორტული ტანსაცმელი აიკრძალა.

ბრაზილიაში მასწავლებლებს შეზღუდვები არ აქვთ, ყველაფერი ნებადართულია. მაგალითად, ბელორუსი მასწავლებლები, ვერც კი იფიქრებენ გაკვეთილზე ისეთი ბლუზებით გამოცხადდნენ, როგორითაც ბრაზილიელი პედაგოგები არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, რიოში მასწავლებლებს უფლება მისცეს სამსახურში შორტებით წასულიყვნენ, რაც ყველას არ მოეწონა.

ტრადიციები ძლიერია აღმოსავლეთში, აზიაში. ამიტომ იაპონიასა თუ კორეაში მასწავლებელი ყოველთვის სანიმუშოდაა ჩაცმული.

პაკისტანელმა მასწავლებლებმა, განსაკუთრებით ქალებმა, სამოსის შერჩევისას მკაცრი წესები უნდა დაიცვან. ისინი საკლასო ოთახში ჰიჯაბის გარეშე ვერ გამოცხადდებიან.

თურქეთში ასეთი მკაცრი წესები არაა. მთავარია, მასწავლებელი მოწესრიგებული და თავშეკავებული იყოს. არ არის სპეციალური მოთხოვნები, თუმცა პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს მაინც შარფით ატარებს.

ისრაელმა მასწავლებლებისთვის საერთო ჩაცმის სტილის დანერგვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. იქ მასწავლებლებიც და მათი მოსწავლეებიც ისე იცვამენ, როგორც მათ სურთ.

აფრიკის ქვეყნებში მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ აირჩიონ საქმიანი ტანსაცმელი. ეს შეიძლება იყოს როგორც მოკრძალებული ევროპული ჩაცმულობა, ასევე ეთნიკური სამოსი.

ავსტრალიელები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრება სასიამოვნო უნდა იყოს. თავისუფლება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში დომინირებს, მხოლოდ ჩაცმის სტილით არ შემოიფარგლება. მასწავლებელი ისე იცვამს, რომ მისთვის მუშაობა მოსახერხებელი იყოს - ეს არის მთავარი. პედაგოგის შარვალი შავი თუ არ არის, ეს ავსტრალიაში არავის აწუხებს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება