სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

როგორი უნდა იყოს პირველი გაკვეთილი ახალ სემესტრში? 
14-01-2024
-
+


სკოლებში, საახალწლო არდადეგები დასასრულს უახლოვდება, თუმცა მოსწავლეებში ჯერ კიდევ სადღესასწაულო ვნებათაღელვაა. არდადეგების შემდეგ, სასკოლო რეჟიმში დაბრუნება საკმაოდ რთულია და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ახალი სემესტრის, სწორად დაგეგმილი პირველი გაკვეთილი. 

როგორ დაგეგმოთ გაკვეთილი და როგორ დაუბრუნოთ მოსწავლეები სასკოლო რეჟიმს? - ამისთვის რამდენიმე ინიციატივას შემოგთავაზებთ. 

თუ სასწავლო წლის ბოლო გაკვეთილი სემესტრის შეჯამებას დაუთმეთ, მაშინ პირველი გაკვეთილი, ახალ მიზნებსა და მისწრაფებებს უნდა მოარგოთ, ანუ განსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა. 

სამოქმედო გეგმა

მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრეთ, პროგრამით გათვალისწინებული რა საკითხები გაქვთ გასავლელი და რა აქტივობები უნდა ჩაატაროთ სემესტრის დასრულებამდე. როცა მიზნები გაწერილია და გეგმა შედგენილია, მოსწავლეებს თავიდანვე უჩნდებათ მოტივაცია და თავიან შესაძლებლობებს უკეთ განსაზღვრავენ. 

ჩემი მიზნები ამ სემესტრში 

მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ ჩამოაყალიბონ მიზნები, თუ რისი მიღწევა უნდათ ამ სემესტრში, გაიხსენონ ის რთული საკითხები, რომლებიც პირველ სემესტრში სათანადოდ ვერ დაამუშავეს და ყველაზე მეტად გაუჭირდათ, მიზნად კი, მათი განმტკიცება დაისახონ.  „ჩემი მიზნები ამ სემესტრში“  - იქნება მოსწავლეებისთვის კონკრეტულ დროში გაწერილი მიზნების დღიური, რომელშიც ყველაფერ იმას შეიტანენ, რის გაკეთებასაც ისურვებდნენ და რა შედეგზე გასვლასაც ინატრებდნენ. 

მასწავლებლის მიზნები ამ სემესტრში 

მიზნების დასახვა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მასწავლებლებისთვისაც. ცხადია, პედაგოგებს მუდმივად უწევთ დოკუმენტაციის წარმოება, სადაც კარგად არის განსაზღვრული მიზნები, თუმცა ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ, სამოტივაციო დღიურს, რომ პედაგოგებს ჰქონდეთ მოკლევადიანი მიზნები იმისთვის,  რომ თითოეული გაკვეთილი წარმართონ ისე, როგორც ჩანაფიქრში ჰქონდათ, თუნდაც ეს ეხებოდეს, მხოლოდ მოსწავლეებში განწყობის ამაღლებას, მათთან ემოციური კავშირის დამყარებას, ან იმას, რომ დღის ბოლოს, მოსწავლეებისთვის თქვენი გაკვეთილი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება