სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სწავლის აღდგენასთან ერთად ვირუსის შემთხვევები მოიმატებს... ეს პიკი არ არის“ - ექიმების 3 მთავარი რეკომენდაცია
08-01-2024
-
+


საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა, მათ შორის ბავშვებში, მკვეთრად მოიმატა; საკმაოდ გადატვირთულია კლინიკები და როგორც ინფექციონისტები აცხადებენ, ეს პიკი არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,ა რც პანიკის საფუძველი არსებობს, რადგან ამ სეზონისთვის დამახასიათებელია ვირუსული ინფექციების გახშირება.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, „ამ ეტაპზე, ავადობის შემთხვევების 27 პროცენტი იყო გამოწვეული გრიპით:

„პაციენტების რაოდენობა გაზრდილია, თუმცა მკვეთრად - არა; სამაგიეროდ სტრუქტურაშია შეცვლილი სასუნთქი სისტემის დაავადებების ხვედრითი წილი, მათ შორის ბევრია ფილტვის ანთების შემთხვევა და ეს მდგომარეობა საქართველოში, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ხოლო მაი ზალდასტანიშვილმა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დომინირებს A ტიპის ვირუსი და ასევე ადენოვირუსი, რომელსაც ახასიათებს მაღალი ცხელება და ინტოქსიკაციის დამახასიათებელი ნიშნები:

„ეს არ არის პიკი - ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს სასწავლო პროცესის აღდგენასთან ერთად... იანვრის ბოლოს მთელი მსოფლიო ელოდება შემთხვევების მატება, ამიტომ რეკომენდაციაა: არ უნდა დაგვავიწყდეს ხელის ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და ნიღბის ტარება“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება