სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის კონკურსი გამოაცხადა 
08-01-2024
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN -European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ფიზიკის მასწავლებლები საჯარო სკოლებიდან. მათ სტაჟირებას სრულად დააფინანსებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
სტაჟირება დაგეგმილია 2024 წლის 17-24 მარტს.
კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილე:

1. უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი, ფიზიკაში სერტიფიცირებული პედაგოგი (უფროსი, წამყვანი ან მენტორი);
2. უნდა ჰქონდეს დადასტურებული საგნობრივი ცოდნა ფიზიკაში (ფიზიკის საგნობრივ სასერტიფიკაციო გამოცდაზე გადალახული ჰქონდეს 60%-იანი ზღვარი);
3. არ უნდა იყოს ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტაჟირების პროგრამის ფარგლებში;

კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. დოკუმენტაციის გადარჩევა;
2. გასაუბრება: პრეზენტაცია და მისი განხილვა (პროექტის შეფასება);

საჭირო დოკუმენტაცია:

1. CV ქართულ ენაზე;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. დიპლომის ასლი;
4. სამოტივაციო წერილი


კონკურსზე წარსადგენი მასალა:

ა) სკოლაში მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროექტი ფიზიკაში ან ინტეგრირებული ფიზიკასთან; უნდა გამოგზავნოთ პროექტის აღწერა, განხორციელების და საბოლოო პროდუქტის ამსახველი ფოტო ან ვიდეომასალა; გასაუბრებაზე პროექტის წარდგენის ხანგრძლივობა 5-8 წუთი;
ბ) პრეზენტაცია Power Point-ის სახით (8-10 სლაიდი/ თხრობის ხანგრძლივობა 8-10 წუთი)

პრეზენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი სარეკომენდაციო საკითხებიდან ერთ-ერთი:

1. სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თანამედროვე მეცნიერული თეორიები;
2. ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაცია და მათი ურთიერთქმედებების აღწერა;
3. ახალი აღმოჩენები ფიზიკაში და მათი მნიშვნელობა;
4. ცერნი - მისია, დანიშნულება, ექსპერიმენტები;

გთხოვთ, პრეზენტაცია და ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: intershiptpdc1@gmail.com ;

წარდგენის ვადა: 08.01.2024-31.01.2024

შენიშვნა: აჭარის რეგიონის ფიზიკის მასწავლებლებს გთხოვთ, გამოეხმაუროთ აჭარის მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ
ანალოგიურ კონკურსს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება